ambebi.ge
Actions
Media Outlet details
| Scope | N/A |
|---|---|
| Language | Georgian |
| Country | Georgia |
|
Similarweb UVM |
Request pricing |
|
Comscore UVM |
Request pricing |
Recent Articles
Search Articlesელიტარული ბუნკერები ალპებში - შვეიცარიაში უნიკალური კომპლექტი იხსნება, სადაც უმდიდრეს ადამიანებს Ferrari-ების შენახვაც კი შეეძლებათ
ბუნკერების ახალი პროექტი, რომელიც შვეიცარიაში უნდა განხორციელდეს “აპოკალიპსისთვის მზადების“ მცნება სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს. ალპებში, კლდეებში გამოკვეთილი მიწისქვეშა საცავების გიგანტური ქსელი უმდიდრეს ადამიანებს მძლავრად დაცულ თავშესაფარს სთავაზობს, სადაც მათ საკუთარი ქონების, მაგალითად ოქროს მარაგების, რარიტეტული Ferrari-ებისა ან და ძვირადღირებული ღვინოების სრულიად უსაფრთხოდ შენახვა შეეძლებათ.
აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა
აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) თავმჯდომარე, ტომოკო აკანე SDN სიაში ირიცხება, რომელიც ფიზიკურ პირებს მოიცავს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება. ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა სანქციები შემოიღო ჰააგის სასამართლოს რიგი მოსამართლეების წინააღმდეგ.
ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზვიგენის საიდუმლოს ახადოს ფარდა - რა ხდება ცნობილი გადაშენების პირას მყოფი სახეობის შესახებ?
როგორ ახერხებს ავტობუსის ზომის თევზი ადამიანის თვალისგან დამალვას? სად ევლინებიან სამყაროს ვეშაპისებრი ზვიგენის ლიფსიტები? - ეს დღემდე უცნობი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა ახალშობილმა შესაძლოა ამ გიგანტური თევზების გამრავლების საიდუმლოს მოჰფინოს ნათელი. ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე მდებარე სალეჰის ყურე თითქმის სრულად დახურული აუზია. მას ვიწრო სრუტე კვებავს, რომელსაც ოკეანის სიღრმიდან გრილი და საკვებით მდიდარი წყალი მოაქვს.
მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს „რუსთავი 2“ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა.
სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები (ფოტო)
სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სასტუმროებიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაშავდა სამი ადამიანი. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:38 საათზე დაფიქსირდა ი პოპულარულ ტურისტულ ქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, ქუჩებში კი ნანგრევები ჩამოცვივდა. ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გრანადიდან სამხრეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალჰენდინში იყო.
მარნეულში უბედურ შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა
მარნეულში უბედური შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებულ ინფორმაციით, მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევა დღეს, 18 აგვისტოს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
“ირანთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ჰორმუზის სრუტე კი ღიაა და ფუნქციონირებს“ - დონალდ ტრამპი
18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად თეირანთან არანაირი მოლაპარაკება არც მიმდინარეობს და არც იგეგმება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე “ღიაა და ფუნქციონირებს“.
ChatGPT ნაკლებად “ადამიანური“ გახდება“ - OpenAI მოზარდებისთვის ახალ წესებს აწესებს: რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები?
ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI 18 წლამდე მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების ახალ ფუნქციებს აამოქმედებს. ცვლილებების მიზანია, ChatGPT მოზარდებისთვის ნაკლებად დაემსგავსოს რეალურ ადამიანს და შემცირდეს მასზე დამოკიდებულების რისკი. ახალი ფუნქციების მიხედვით, მოზარდებს შეეძლებათ გამორთონ ჩატბოტის “ადამიანური ხმის“ პასუხები, რათა პროგრამამ პიროვნების შთაბეჭდილება აღარ დატოვოს.
“საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში...“ - ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა.
გურჯაანში, საბავშვო სკვერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს, ცხედარი დღეს, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ადგილობრივებმა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ცხედარი გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება მომხდარის დეტალებსა და გარდაცვალების მიზეზებს ადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.