fortuna.ge
Actions
Media Outlet details
| Scope | N/A |
|---|---|
| Language | Georgian |
| Country | Georgia |
|
Similarweb UVM |
Request pricing |
|
Comscore UVM |
Request pricing |
Recent Articles
Search Articles„შენი არსებობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია…მუდამ იბრჭყვიალე“ – თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია
თაკო ნაცვლიშვილი იუბილარია. მოდელს დაბადების დღეს დედა, ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს. „შენი არსებობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია.მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით ოდესმე შევძლებ გადმოცემას. გისურვებ, ცხოვრებამ ზუსტად ისეთი სილამაზით, სიყვარულით და სიკეთით დაგაჯილდოვოს, როგორსაც შენ გასცემ და ასხივებ.მუდამ იბრჭყვიალე", - წერს ნინო ცქიტიშვილი.
ვის უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო და თბილისის მერია
2026 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების რამდენიმე განსხვავებული პროგრამა მოქმედებს. ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნაწილი კი თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში. სახელმწიფოს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და წყლის საფასურის სუბსიდირებას გარკვეული სოციალური ქულის მქონე ოჯახებისთვის, ხოლო თბილისის მერიის პროგრამა დამატებით აფინანსებს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებს.
დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს გეომაგნიტური დღეა. ამასთან, დღეს, ხვალ და ზეგ, ზედიზედ სამი გეომაგნიტური დღეა, რაც შესაძლოა ადამიანებში შინაგან დისკომფორტს იწვევდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემა დაფიქსირდება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტი ან ყავა, რათა წნევა და ორგანიზმის მდგომარეობა დაარეგულიროთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
„ამ კოცნაში ყველა ის ტკივილია, რომელიც შენთან ერთად გამოვიარე. მაინც გადავრჩი, მაინც ხელახლა დავიბადე შენი გამარჯვებით“ – ტატო გრიგალაშვილის მეუღლის ემოციური პოსტი
ტატო გრიგალაშვილი ძიუდოში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა. მისი მეუღლე, თაკო გოგალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს. „მე ვიცი, რა დაგიჯდა აქამდე მოსვლა. ამიტომ ამ კოცნაში მხოლოდ დღევანდელი გამარჯვების სიხარული არ არის — ყველა ის დღეა, ის ტკივილია შენთან ერთად რომ გამოვიარე. მაინც გადავრჩი მაინც ხელხლა დავიბადე შენი გამარჯვებით. დიდება უფალს დიდება საქართველოს დიდება ქართველ ხალხს და გენს“, – წერს თაკო გოგალაძე.
„დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე“ – ნუცა ბუზალაძის მიმართვა
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის არასდროს არაფერი დამიშურებია. მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს.
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ. „შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.
„დიდი როლი ჰქონდა ჩემს გადარჩენაში…ჩემნაირ ქალებს სულ ვურჩევ…“ – მაია ასათიანი
ჟურნალისტმა მაია ასათიანმა „მეხუთე ელემენტში“ სტუმრობისას მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიაზე, შვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ სწორედ ტელევიზიამ გადაარჩინა. „იმ წლებში, როდესაც შვილი ცოცხალი მყავდა, გვერდით ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული მედგა, უმაღლეს რეიტინგს ვწერდით, საინტერესო და მრავალფეროვანი ეთერები მქონდა, შეკვეთილმა ბულინგმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, არ შემარგეს ეს ყველაფერი. როცა მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, არ შემერგო.
თსუ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 2 დღე დარჩათ.
„შენმა ოქროს გულმა შესაძლებელი გახადა ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა“ – ლილიანა ფოტოგრაფ დანტეს მადლობას უხდის
გოგონა, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დანტესის მეშვეობით გაიცნო, სოციალურ ქსელში ოპერაციის შემდეგ დანტესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. ლილიანა წერს, რომ დანტემ მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მის მხარდაჭერას, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას განსაკუთრებით აფასებს. „მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, დანტეს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.
ორი სრულიად განსხვავებული არტისტი – ტომ იორკი და ჰარი სტაილზი Rolling Stone-ის სპეციალური ნომრის ფურცლებზე
ჟურნალ – Rolling Stone-ის სპეციალური ნომრის გარეკანზე ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ვარსკვლავი – პოპ-მუსიკის პრინცი, ჰარი სტაილზი და ექსპერიმენტული არტ-როკის სიმბოლო, ჯგუფ – Radiohead-ის სოლისტი, ტომ იორკი გაერთიანდნენ. არტისტებმა მონაწილეობა მიიღეს გამოცემის ყოველწლიურ, პოპულარულ პროექტში – Musicians on Musicians, რომლის ფარგლებშიც ლონდონში ექსკლუზიური და უჩვეულოდ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერეს.